აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები

16/05/2016

თბილისის განვითარების ფონდის პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, აღმაშენებლის გამზირზე – საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.
აღმაშენებლის გამზირზე – დოდო აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მიმდინარეობს სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური სისტემის მთლიანი განახლება, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელების, ელექტროობის და გაზმომარაგების სისტემების, ასევე სუსტი დენების ცენტრალური გაყვანილობის შეცვლა.
გამზირზე წყალმომარაგების და ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული სისტემა დამონტაჟდა, რათა მოსახლეობას მუშაობის პროცესში წყალი და ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდოს. აღნიშნული დროებითი ქსელები საკომუნიკაციო სამუშაოების დასრულებისთანავე გაუქმდება და დაერთდება მოხდება ახალ ქსელებზე.
ამ ეტაპზე, საინჟინრო – კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 2 უბანზე, რომის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე, ჭოროხის ქუჩასა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე, რის გამოც გაჭრილია ქვაბულები და მიმდინარეობს კანალიზაციის ძველი ქსელის დემონტაჟი და ახლის მოწყობა.

► ჭოროხის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან, კიევის ქუჩამდე, მიმდინარეობს კანალიზაციის მილის დემონტაჟი და ახლის მოწყობა;

► რომის ქუჩაზე ახალი საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელების მოსაწყობად, სპეციალური ტექნიკით ხდება ქვაბულში კლდის მონგრევა;

► რომისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან, მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით მიმდინარეობს ქვაბულის დამუშავება;

► დოდო აბაშიძის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთიდან, ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით, მიმდინარეობს წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა;

პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სრულად შეიცვლება საკანალიზაციო ქსელები. მოეწყობა ახალი სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემა, ასევე გამოიცვლება წყალსადენის მილები, გაზმომარაგებისა და ელექტროენერგიის მიწოდების სისტემები.
აღნიშნული სამუშაოები, 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0