აღმაშენებლის ქუჩაზე ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ქ. საჩხერეში აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას, გაზონების გამწვანებას, გარე განათების მონტაჟს, ურნების, ძელსაკამებისა და გვერდულების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოს შესასრულებლად საჭირო 257 244 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.

Visited 193 times, 1 visit(s) today