აღმაშენებლის ქუჩა მალე სრულად კეთილმოეწყობა

24/08/2017

ქალაქ საჩხერეში აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში ფასადების რეკონსტრუქცია დასრულებულია მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე. სამუშაოებს შპს ,,სტილექსი” სახელშეკრულებო ღირებულებით 68 113 567 ლარად ასრულებს. აღნიშნული პროექტი ხელშეკრულების მიხედვით 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები ამით არ სრულდება. უახლოეს ხანში მოხდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობაც. ტენდერი უკვე გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0