თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობას განაგრძობს. ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
Visited 84 times, 1 visit(s) today