ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ მცხეთაში ,,11 სექტემბრის სახელობის მემორიალურ ბაღში’’ აშშ ელჩმა იან კელიმ, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან გოჩა ზეიკიძესთან, ქალაქ მცხეთის მერიის, მცხეთის თემის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მონუმენტი ყვავილებით შეამკო და გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა ელჩმა.
ღონისძიება, ა(ა)იპ „ჰუმანიტარული ინვესტიციებისა და პროექტების გაერთიანების“ ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით გაიმართა.
მემორიალი, 2001 წელს ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპული 343 მეხანძრის საპატივცემულოდ 2012 წლის 2 აპრილს ქალაქ მცხეთაში განთავსდა.
აშშ ელჩმა მცხეთაში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
Visited 149 times, 1 visit(s) today