აწყურში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

05/09/2017

აქტიურად მიმდინარეობს სოფელ აწყურში (ციხის უბნის) სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობის და შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის თანახმად ხდება სასმელი წყლის მაგისტრალის და შიდა საუბნო გამანაწილებლების მოწყობა, კეთდება 300 მ3 რკინა-ბეტონის წყლის რეზერვუარი და საქლორატორო, ასევე ეწყობა რეზერვუარისგან გამომავალი გამანაწილებლებისათვის შენობა-ნაგებობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 268 405 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0