აჭარაში სანავიგაციო ნიშნების სანათი მოწყობილობების განახლება მიმდინარეობს

30/08/2017

ქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ აჭარის მონაკვეთში განთავსებული სანავიგაციო ნიშნების სანათი მოწყობილობების განახლებაზე მუშაობა დაასრულა.
სანათ მოწყობილობებზე განათების სიმკვეთრისა და სიმძლავრის მომატების სამუშაოები ფინური კომპანია „SABIK MARINE”-ს წარმომადგენლის უშუალო ჩართულობითა და ინსტრუქტაჟით განხორციელდა.
ახალი სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების ინსტალირება
ნათების სიმძლავრის პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლის შესაბამისად კომპლექსურად მოხდა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის საზღვაო სანავიგაციო ინფრასტრუქტურა უკვე აღჭურვილია შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სანავიგაციო მოწყობილობებით.
ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლების მიზნით ჰიდროგრაფიული სამსახური შემდგომშიც მუდმივად განახორციელებს მსგავს ღონისძიებებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0