,,ახალგაზრდული დღეები-2017’’ ჩატრადა

19/08/2017

მიმდინარე წლის 18-19 აგვისტოს, სოფ. თვალივში, ,,არაგვის სათავგადასავლო ცენტრში’’, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატრადა ,,ახალგაზრდული დღეები-2017’’, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათმდე ახალგაზრდამ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან. ორგანიზებული იყო სხვდასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიებები; სათავგადასავლო ტური- ,,ჯომარდობა’’ ფშავის არაგვზე, ,,მხიარული სტარტები’’ და სხვ. ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ვაჟა ჩოხელი, თანაშემწესთან-თინათინ ცოცხალაშვილთან ერთად. ახალგაზრდებმა გამგებლის თანაშემწეს თავიანთი ინიციატივები და სამომავლო გეგმები გააცნეს. განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეები, პროექტები. მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა პროექტმა „გახდი გადაწყვეტილების მიმღები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“ , რომელიც 5 ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება და მიზანად ისახავს კრეატიული და თანამედროვე პრაქტიკების დანერგვით მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, ,,ახალგაზრდულ დღეები’’ უკვე მეორე წელია იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობის წახალისებას, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდული ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0