ახალგაზრდული პარლამენტის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია მოეწყო

10/05/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე – ახალგაზრდული პარლამენტის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში ახალგაზრდებმა ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები შეაგროვეს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. აქციის ორგანიზატორებმა მათ მიერ შეგროვებული ტანსაცმელი საკათედრო ტაძარში მამა სერაფიონის კურთხევით მიიტანეს, საიდანაც მოხდება მათი განაწილება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0