ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის

04/05/2019

ზუგდიდს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს. 2019 წელს გამოშვებული ოთხი ახალი ავტობუსი უკვე ზუგდიდშია, დანარჩენი 11 კი ორი კვირის ვადაში ჩამოვა. ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით. ახალი საქალაქო ტრანსორტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერა. ახალი ავტობუსებში გადახდის ელექტრონული სისტემა დამონტაჟდება, “ისუზუს” მარკის ავტობუსები მარშუტებზე დღესვე გავიდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0