ახალი კავშირები უმაღლესი განათლების სფეროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს, საელჩოს წარმომადგენლებსა და პარიზი – სორბონა აბუ დაბის უნივერსიტეტის დელეგაციას, შეხვდა. ფრანგულმა მხარემ სამინისტროს წარმომადგენლებს პარიზი – სორბონა აბუ დაბის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სისტემა და საუნივერისტეტო სტრუქტურა გააცნო. შეხვედრაზე აღნიშნულ უნივერსიტეტთან მომავალი ერთობლივი პროექტები და ურთიერთობის სხვა პერსპექტივები განიხილეს.

Visited 128 times, 1 visit(s) today