ახალი სამთავრობო პროგრამა კოოპერატივებისთვის

22/04/2016

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ხუცაიძე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის მწარმოებელ ფერმერებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ხუცაიძემ ფერმერებს რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
აღნიშნული პროგრამა კოოპერატივებისათვის კაპიტალურ ინვესტირებასა და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. კაპიტალური ინვესტირების ნაწილში სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ კოოპერატივებისათვის, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს მიიღებენ და დააკმაყოფილებენ s აღნიშნული პროგრამის მოთხოვნებს, სამოცი ათას ლარამდე თანხის ინვესტირებას განახორციელებს.
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდს: www.acda.gov.ges

Tweet about this on TwitterShare on Facebook0