ახალი სასწავლო წლისთვის თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთ სართულს

08/09/2017

ახალი სასწავლო წლისთვის თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთ სართულს, გარემონტდა საკლასო ოთახები, მოეწყო ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი. რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდა სკოლის შემოსასვლელი. ჩატარებული სარემონტო სამუშაოები შესრულდა როგორც სკოლის ბიუჯეტიდან დაზოგილი თანხებით, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი სახსრებით. თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში 850 მოსწავლე სწავლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0