ახალი ღვინის რიგით მე-10 ფესტივალს ბოლნისი 10-ზე მეტი საოჯახო მარნით შეუერთდა

11/05/2019

ახალი ღვინის რიგით მე-10 ფესტივალს ბოლნისი 10-ზე მეტი საოჯახო მარნით შეუერთდა. დღეს მთაწმინდის პარკში, საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, პროფესიონალი და მოყვარული მეღვინეებისთვის ქართული ღვინის დღესასწაული გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალში მონაწილეობა 78-მა ღვინის კომპანიამ და 153 მცირე საოჯახო მარანმა მიიღო. ფეტივალის მონაწილეებს შორის ბოლნისის მცირე საოჯახო მარნებიც იყო წარმოდგენილი, რომლებიც ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით, ქვევრში აყენებენ. განსაკუთრებული გემოვნური თვისებებითა და არომატებით გამორჩეული ბოლნური ღვინოები როგორც პროფესიონალმა მეღვინეებმა, ასევე მოყვარულებმა და ტურისტებმა დააგემოვნეს.
ფესტივალი ტრადიციულად ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო.
ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0