ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო თეატრის წინ, საახალწლო კონცერტი მოეწყო. ორსაათიან პროგრამაში მონაწილეობას პოპულარული ქართველი მომღერლები იღებდნენ. ახალი წლის დადგომა ზესტაფონის მოსახლეობას მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ მიულოცა. კონცერტის მიმდინარეობისას თვითმმართველობამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში მუნიციპალიტეტში 12 საუკეთესო სპორტსმენი დაჯილდოვდა. საახალწლო კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.
Visited 238 times, 1 visit(s) today