ახალკახათში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ახალკახათის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 1300-ით შეივსო, ხოლო გამგეობამ ბიბლიოთეკას საჩუქრად 100 წიგნი გადასცა. 2017 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 4 ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდი 8266 – ით შეივსო. უახლოეს მომავალში ახალი ბიბლიოთეკების გახსნა ორულუში, რიყესა და დიდინეძში იგეგმება.

Visited 163 times, 1 visit(s) today