ახალსოფელი- ჩაბანოს და ახალსოფელი- დულუზაურებს შორის ახალი გზა იგება

24/06/2020

თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი- ჩაბანოს და ახალსოფელი- დულუზაურებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.აღნიშნული პროექტით ათამდე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
აღსანიშნავია,რომ აქამდე აღნიშნულ მონაკვეთზე გზა გაუვალი იყო და როგორც ფეხით ასევე ტრანსპორტით გადაადგილება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ახალსოფელი- ჩაბანოს და ახალსოფელი- დულუზაურებს შორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია(7,3 კმ.) სამ ეტაპად ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება1 მლნ635 ათას ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ოთხ კილომეტრზე მეტი გზის მონაკვეთი აქვს დაგებული. პროექტის დასკვნითი სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0