ახალციხეში 14 მაისს, თამარობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ანსამბლებლებმა და ქ.ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე დაესწრნენ. სტუმრებმა თამარ მეფის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. თამარ მეფის ხსენების დღე, როგორც საეკლესიო დღესასწაული 1917 წლიდან, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ აღინიშნება.
ახალციხეში თამარობა აღნიშნეს
14/05/2019