ახალციხეში საბავშვო ატრაქციონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

13/07/2016

ახალციხეში , 9 აპრილის ქუჩაზე მიმდებარე სკვერში, საბავშვო ატრაქციონი ახალციხის მერმა პატარებთან ერთად საზეიმოდ გახსნა. ატრაქციონის ოფიცილაურად გახსნის შემდეგ ბავშვებისთვის თოჯინების თეატრმა წარმოდგენა „წითელ ქუდა“ გამართა, ხოლო საბავშვო სტუდია „პალიტრამ“ საბავშო კონცერტი ჩაატარა. “-დღევანდელი დღე ბავშვებისთვის დაუვიწყარი იქნება. აღარ მოგვიწევს წასვლა სადმე ბავშვების გასართობად .მართლაც , რომ მადლობა ქალაქის მერიას ,რასაც დაგვპირდნენ აგვისრულეს და გაახარეს უბნის პატარები.“ -განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ეკა ჩილაშვილმა. ატრაქციონების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახალციხის მერია ეტაპობრივად სხვა უბნებშიც გეგმავს ატრაქციონების დამონტაჟებას. “-ატრაქციონების დადგმა, ჩემი ერთერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს პროგრამა გაგრძელდება და ეტაპობრივად ,ყველა ის პარკი რომელიც ჩვენ მოვაწყეთ ,დავდგავთ მსგავს ატრაქციონებს თუ რელიეფი მოგვცემს ამის საშუალებას.“-განაცხადა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ. შეგასხენებთ, რომ მიმდენარე წელს ახალციხიში ატრაქციონი ზარზმელის ქუჩაზე და 9 აპრილის ქუჩაზე დამონტაჟდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0