ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნა

14/01/2019

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნა. სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი დაესწრნენ.
ბესიკ ამარანაშვილმა ღონისძიებაზე სახელმწიფო დროშის დღის მილოცვის შემდეგ შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მთელი ქვეყნისთვის. ამ დროშის ქვეშ საუკუნეების მანძილზე იცავდნენ წინაპრები ჩვენს სამშობლოს და თითოეული ქართველისთვის წმინდაა ქართული დროშა.ღმერთმა ინებოს ამ დროშის გარშემო გაერთიანდეს ჩვენი სამშობლო და ამაყად იფრიალოს დაკარგული ტერიტორიებზე” – განაცხადა რწმუნებულმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“, ხელოვანებმა დავით ინასარიძემ, მარინე გოგოლაძემ და ვასილ კვინცხაძემ.
ახალციხის ცენტრში სახელმწიფო დროშა აფხაზეთის ომში დაღუპული გია ჯაფარიძის შვილმა ალექსანდრე ჯაფარიძემ აღმართა.
14 იანვარს, სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში მე-7 წელია აღინიშნება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0