ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

ქალაქ ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშივლი, რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე გაეცნენ. სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკი 11 მილიონზე მეტი ლარით აფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მოწყობას. ასევე, კეთილმოეწყობა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია, გათვალისწინებულია პარკინგი. სპორტ-კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები.

Visited 37 times, 1 visit(s) today