ახალციხეშ​ი ეროვნული სამოსის დღე აღნიშ​ნეს​​

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშ​ირებით ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა მსვლელობა ახალციხის ცენტრალური პარკიდან დაიწყეს და ახალციხის ციხეზე მყოფი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვებით წარსდგნენ. საზეიმო ღონისძიებაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალციხე“ და ქალაქ ახალციხის საჯარო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები – „მესხეთი“, „ლომსია“ და „სამცხე“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას სამცხე-ჯავახთის​ რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი,რწმუნებულის მოადგილეები,სამხარეო ადმინის​ტრაციის​ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის მცხოვრებლები, ახალციხის ციხეზე სტუმრად მყოფი ვიზიტორები დაესწრნენ.

Visited 138 times, 1 visit(s) today