ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
ვალეში, თამარ მეფის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი 105 მეტრზე მონოლითური რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის გაკეთებას ითვალისწინებს, რომელიც არსებულ არხთან მიერთდება, ასევე მოხდება გრუნტოვანი არხის გაწმენდა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „პერსპექტივი“ ახორციელებს. ვალეში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Visited 155 times, 1 visit(s) today