ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯში “ოპიზარი” სატყეო საქმის სპეციალისტის სასწავლო პროგრამა დაინერგა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალციხის საზოგადოებრივ კოლეჯში “ოპიზარი” სატყეო საქმის სპეციალისტის სასწავლო პროგრამა დაინერგა. სატყეო სექტორის სპეციალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მიადგილე ნათია იორდანიშვილი შეხვდა. პროგრამა გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, 2017 წლიდან განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, პროფესიული განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
კოლეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რაც აუცილებელია სატყეო საქმის ეფექტური სწავლებისთვის. კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად დარგვის აქციაც გაიმართა.
ღონისძიებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება “GIZ”-ს სატყეო ექსპერტი ერიხ მიისი და ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 228 times, 1 visit(s) today