ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბაზალეთი-ღარიხევის მიმართულებით გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სისტემა უკვე გამართულია და სოფელ ღარიხევის ცენტრალური ქუჩა განათებული. გარე განათების სამუშაოებს ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“ (დირექტორი დავით ლაცაბიძე) ასრულებს.
ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ბაზალეთში გარე განათება არასდროს ყოფილა. „განათების ქსელის მოსაწყობად 20 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს გამოიყო. წელს კი, მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალებით სამუშაოები ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის” თანამშრომლებმა შეასრულეს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ“ – განმარტავს სოფლის დეპუტატი.
რაც შეეხება ბაზალეთის ცენტრალურ გზას, შეგახსენებთ, რომ გარე განათების სისტემა სოფელში ჯერ კიდევ 2015 წელს მოეწყო.