ბაზალეთი-ღორეშას დამაკავშირებელ გზაზე სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „ბილდ ინდუსტრი“ შეასრულებს

01/09/2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი, ბაზალეთი-ღორეშას დამაკავშირებელი გზის შესასრულებლად, დასრულდა. შერჩევა-შეფასებაში, რომელიც ივლისიდან მიმდინარეობდა, შ.პ.ს „ბილდ ინდუსტრმა“ გაიმარჯვა. კომპანიამ 11 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 210 დღის განმავლობაში უნდა დაასრულოს.
აღნიშნული გზით ღორეშას, სარგვეშისა და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულებში შემავალი სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 803 439 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ბაზალეთი-ღორეშას დამაკავშირებელ გზაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა, 2016 წელს კი გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0