ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

29/06/2017

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიებზე. არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში. თამარ მეფის მე-2 შესახვევში დასრულდა სანიაღვრე არხის მოწყობისა და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები; თბილისის ქ.№20-ის მიმდებარედ დასრულდა ხიდის მშენებლობა და ნაპირსამაგრი სამუშაოები. ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები ჩატარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში – ქსენია ბახტაძის №3-სა და №4-ში, ასევე მამია გოგოლიშვილის №6-სა და №15-ში, სადაც კალათბურთის ფარებიც დამონტაჟდა. ბეტონის საფარით კეთილმოეწყო ახალგაზრდობის ქ. №18-ში მდებარე საერთო საცხოვრებელი სახლის ეზოც. ბეტონის საფარის დასხმა ჯამში 15 ეზოში განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0