ბათუმის ბულვარში მოძრავი ამბულატორია განთავსდა

07/06/2016

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებული მოძრავი ამბულატორია დაათვალიერეს და C ჰეპატიტზე სკრინინგის პროცესს დაესწრნენ.
მოძრავი ამბულატორია შესაბამისი აღჭურვილობით დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდება, რომლის საშუალებით მედპერსონალი საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ასევე დღეს აჭარის რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს C ჰეპატიტზე სწრაფი მარტივი ტესტი ჩაიტაროს. მოძრავი ამბულატორია ბათუმის ბულვარში აგვისტოს ბოლომდე იფუნქციონირებს, ხოლო მომავალში სეზონურად საკურორტო ზონებში განთავსდება.
“ტურისტული სეზონის განმავლობაში, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან უბედური შემთხვევა ხდება გადატვირთული მოძრაობის გამო ხშირად გვიანდება სასწრაფო დახმარების მიღება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დიდი რაოდენობის ტურისტების თავშეყრის ადგილებში მოვათავსოთ ესეთი მობილური მოდული, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მიიღონ პირველადი გასინჯვა, სანამ საბოლოო სამედიცინო დახმარებისთვის მათ გადაიყვანენ შესაბამის დაწესებულებაში. მე ვფიქრობ, ეს იქნება დამსვენებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისკენ გადადგული ნაბიჯი და იქნება მრავალფუნქციური, რადგან ძირითად გადაუდებელი დახმარების კლინიკის მოდულს დავუმატეთ ასევე მოძრავი ლაბორატორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალური რაოდენობის ადამაიანებმა ჩაიტარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე. მოძრავი ამბულატორია დღეიდან უკვე ფუნქციონირებადი იქნება და ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს ამ მიმართულებით.” – დავით სერგეენკო

Tweet about this on TwitterShare on Facebook0