ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური მიმდინარე გეგმიურ სამუშაოებს ახორციელებს

10/07/2017

გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური მიმდინარე გეგმიურ სამუშაოებს ახორციელებს. ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში ჩატარდა გასხვლა-ფორმირებისა და ერთწლოვანი ყვავილების მოვლითი სამუშაოები.
აეროპორტის შესასვლელთან მდებარე წრიულში დაირგო 20 ძირი გართხმული ღვია. ინასარიძის, პუშკინის, ლერმონტოვის, გრიბოედოვის, გორგილაძის, რუსთაველისა და ნინოშვილის ქუჩების, პორტის მიმდებარედ, თამარის დასახლებაში, ასევე, კობალაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები. გორგილაძის ქუჩასა და თამარ მეფის გზატკეცილზე მდებარე საყვავილე კლუმბებში ჩატარდა ერთწლოვანი ყვავილების მოვლითი სამუშაოები. ძველი ბათუმის ქუჩებში არსებულ მცენარეებს კი გასხვლა-ფორმირების სამუშაოები ჩაუტარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0