ბათუმის გამწვანების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან ჭანუყვაძე წარადგინა. ქალაქის მერმა ყოფილ ხელმძღვანელს, ეთერ მაჭუტაძეს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის და წარმატებები უსურვა.
ლევან ჭანუყვაძე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორია, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 2000-2003 წლებში ბათუმის ზღვისპირა პარკის გაერთიანებას ხელმძღვანელობდა, ბოლო წლების განმავლობაში კი კომპანია აგროდეკორ სერვისის გენერელური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ის პროფესიით აგრონომია, არის გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი.
,,დღეს გამწვანების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ჭანუყვაძე წარვადგინე, რომელიც არის პროფესიონალი და კვალიფიცირებული. ბატონი ლევანი გახლავთ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ მიმართულებით. წარმატებებს ვუსურვებ მას და იმედი მაქვს, რომ კარაგდ გაართმევს თავს“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.
ლევან ჭანუყვაძე: ,,მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურები აგრონომისა და ლანდშაპტურ დიზაინს. ჩემი უმთავრესი მიზანია, უახლოეს პერიოდში დავიწყოთ მთელი ქალაქის დასურათება, აღვრიცხოთ, თუ რა არის გასაკეთებელი და, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, დავიწყოთ რეკონსტრუქცია.“

Visited 237 times, 1 visit(s) today