ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი, კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად, კოტე მიქაბერიძის ფილმით „ჩემი ბებია“ გაიხსნა. ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალის გახსნა კინომოყვარულებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.
კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის ორგანიზატორებმა სპეციალური ჯილდო ოპერატორ ლომერ ახვლედიანს გადასცეს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი – ქალაქ ბათუმის მერიაა. ფესტივალის ფარგლებში ბათუმში 35 ქვეყნიდან 100 -მდე საავტორო ფილმი იქნება წარმოდგენილი. საავტორო კინოს ფესტივალი ბათუმში 23 სექტემბერს დაიხურება .