ბათუმის შემოვლით გზას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) 114 მილიონით დააფინანსებს

17/06/2017

ბათუმის შემოვლით გზას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) 114 მილიონით დააფინანსებს.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბანკის პრეზიდენტმა, ჯინ ლიქუინმა, სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, სადაც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრა მიმდინარეობს.

პროექტი ბათუმს განტვირთავს ტრანზიტული სატვირთო ტრანსპორტისგან, და შესაძლებლობას მისცემს ტრანზიტით დაკავებულ კომპანიებს, გაზარდონ ტვირთბრუნვა შემოვლითი გზის გამოყენებით.

დღესვე, ხელი მოეწერა კიდევ ერთი შეთანხმებას, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის პროექტში თანამშრომლობას შეეხება. შეთანხმებას ხელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0