ბათუმი საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ მასპინძლობს

19/09/2017

ბათუმი საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ მასპინძლობს.
მე-4 საერთაშორისო კონფერენციაზე 15-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ნავთობისა და სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ კომპანიებს, ნავთობგადამამუშავებელ და საწვავის მომხმარებელ ქვეყნებს წარმოადგენენ.
ფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ დღეისათვის არსებულ აქტიუალურ საკითხებზე – ეკონომიკური კრიზისის პირობებში აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანსპორტო დერეფანის ახალ ტვირთებსა და პერსპექტივებზე; ტვირთბრუნვის დინამიკის რეფორმაციაზე კასპიის-შავი ზღვის რეგიონში; განიხილება სატრანსპორტო დერეფანი ,,ჩრდილოეთი-სამხრეთი”-ს გაფართოების საკითხი, რომელიც 2017 წელს ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის გავლით განხორციელდება; ისაუბრებენ “ბაქო-თბილისი-ყარსის” რკინიგზის შესახებ, სატარიფო პოლიტიკის განხილვა და სხვა საკითხები.
საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ საქართველოს რკინიგზისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0