ბათუმში ანდრონიკაშვილის ქუჩისა და შესახვევის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმში ანდრონიკაშვილის ქუჩისა და შესახვევის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გამოცვლილია წყლისა და წყალარინების სისტემები. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ანდრონიკაშვილის ქუჩაზე გათვალისწინებულია დახურული არხის მოწყობა, ანდრონიკაშვილის შესახვევში კი ღია, ცხაურიანი არხი გაკეთდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის შემდეგ დაიწყება გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. პროექტის შესაბამისად, 1600 კვმ-ზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ბორდიურები და დეკორატიული ფილები. ტროტუარებზე დამონტაჟდება უსინათლოთა ბილიკები და პანდუსები. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 118 ათას 500 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2018 წლის ივნისისთვის დასრულდება.

Visited 158 times, 1 visit(s) today