ბათუმში არტ-ფესტივალ ,,არგანი” მიმდინარეობს

10/07/2017

8 ივლისს 6 მაისის პარკში არტ-ფესტივალ ,,არგანი” – Batumi ArtFest “ARGANI” გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში 6 მაისის პარკი მხატვრებს, დიზაინერებს, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებს, იოგის ინსტრუქტორებს, მომღერლებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს მასპინძლობს. წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი ოსტატების საუკეთესო ნამუშევრები, ტარდება მასტერ-კლასები და სხვადასხვა შოუ-პროგრამა. ასევე მოწყობილია ცხოველთა თავშესაფრის ზონა და იმართება ქართული და უცხოური ფილმების ჩვენება. ფესტივალზე ბათუმის საჯარო ბობლიოთეკაში არსებული ამერიკული კუთხის ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. თექაზე მომუშავე ქალბატონებმა თავიანთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა უფასოა. არტ-ფესტივალ ,,არგანი” დღეს დაიხურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0