ბათუმში გამწვანებითი სამუშაოები გრძელდება

03/08/2017

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ, ქალაქის ქუჩებში გამწვანებითი სამუშაოები გრძელდება. ლერმონტოვის ქუჩაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის მცენარეები, ხილო ტერიტორია გაფორმდა ერთწლოვანი ყვავილებით.
გარდა ამისა, აეროპორტის გზატკეცილზე, გმირთა ხეივანსა და მახინჯაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები. რუსთაველის, ხიმშიაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებზე მდებარე სკვერებსა და საყვავილეებში მცენარეთა ირგვლივ გაფხვიერდა ნიადაგი და ჩატარდა ერთწლოვანი ყვავილების მოვლითი სამუშაოები.
რუსთაველის, გრიბოედოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩებზე არსებულ მცენარეებს კი, ჩაუტარდა მავნებელ დაავადებათა საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიება, წამლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0