ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

16/08/2017

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი მამუკა თურმანიძე, მერიისა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. შემთხვევის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათგან ორი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აფეთქებამ მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლები დააზიანა. აფეთქების მიზეზებს გამოძიება ადგენს. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, დაზარალებულ ოჯახებს თავშესაფრით უახლოეს პერიოდში ბათუმის მერია უზრუნველყოფს. რაც შეეხება დაზიანებულ შენობებს, მოხდება დროებითი გადახურვა ბრეზენტით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0