ბათუმში მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება დასრულდა

02/08/2017

ბათუმში ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება დასრულდა. მიკროავტობუსების მონიტორინგი ბათუმის მერიის საქალაქო სატრანპორტო განყოფილების თანამშრომლებმა განახორციელეს. შემოწმდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალობა, სავარძლების რაოდენობა, მათ შორის დაშორების მანძილი და სხვა სტანდარტები, რაც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისათვის.
გამოვლინდა გარკვეული დარღვევები, რის შესახებაც მძღოლებმა გაფრთხილება უკვე მიიღეს. გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მიკროავტობუსების მფლობელები დაჯარიმდებიან, ან სამარშუტო ხაზიდან მოიხსნებიან. ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების ტექნიკურ დათვალიერებას ბათუმის მერია ყოველწლიურად ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0