ბათუმში პოეზიის კონკურს ,,ზღვაურში“ მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვეს

16/06/2017

დღეს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის პოეზიის კონკურს ,,ზღვაურში“ მონაწილე მოსწავლეთა დაჯილოება გაიმართა. წლევანდელი კონკურსი, რომელიც ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა, ბათუმის მერიის თავისუფალი ინიციატივების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. კონკურსი მე-6 წელია იმართება. წელს კონკურსში საქართველოს ყველა კუთხიდან 143 ბავშვი მონაწილებდა. ჟიურიმ ფინალისთვის 30-მდე კონკურსანტი შეარჩია. აღნიშნული პროექტის მიზანია ახალგაზრდა პოეტების ხელშეწყობა, მხარდჭერა და წიგნიერების სიყვარულის გაღვივება.
,,წლევანდელი წელი ზურაბ გორგილაძის საიუბილეო წელია. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს როგორც ბათუმში, ასევე, თბილისშიც. ბათუმის მერიამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ზურაბ გორგილაძის საიუბილეო დღეების აღნიშვნას ,,თავისუფალი ინიციატივების პროგრამის“ ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს ბატონი ზურაბის შემოქმედების ახალგაზრდობამდე მიტანას. დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ზურაბ გორგილაძეს, მის შემოქმედებას და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას.“ – აღნიშნა გიორგი ერმაკოვმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0