ბათუმში ჩაიკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო

11/07/2017

ბათუმში ჩაიკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რის შემდეგაც მოხდება გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების კეთილმოწყობა, მოეწყობა პანდუსები და უსინათლოთა ბილიკები. სამუშაოების დასრულების შემდეგ გაკეთდება საგზაო მონიშვნები. ამ ეტაპზე მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობს. ჩაიკოვსკლის ქუჩის კეთილმოწყობა 2018 წლის ივლისისთვის უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 842 ათას 150 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0