“ბაკურიანობა” გალა-კონცერტით საზეიმოდ დაიხურა

30/01/2017

„ბაკურიანობა 2017“-ის კულტურული ღონისძიებების ნაწილი ცნობილ ჯგუფებს GOOFY LAND და „მგზავრებს დაეთმო. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შემსრულებლებმა მსმენელისათვის კარგად ნაცნობი ჰიტები გააჟღერეს.
ზეიმის მონაწილეებს „ბაკურიანობის“ დღესასწაული მიულოცეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
„მინდა თითოეულ ბაკურიანელს და მის სტუმრებს ეს ლამაზი დღესასწაული მივულოცო. ბაკურიანობა ეს სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მდიდარი ტრადიცია აქვს, ჩვენთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნლეოვანია ამ ტრადიციის შენარჩუნება და მისი ღირსეული გაგრძელება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ტურიზმის ადმინისტრაციას, მთის კურორტების განვითარების კომპანიას მხარდაჭერისათვის და თანადგომისათვის. ასევე კომპანია „ჯეო ტურისტს“ ღონისძიებების ორგანიზებისათვის“-აღნიშნა გამგებელმა.
ზეიმი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
„ბაკურიანობის“ ზეიმი ტრადიციციულია და ის წელს 36-ჯერ აღინიშნა. ორდღიან ზეიმს, ადგილობრივების გარდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრებიც შეუერთდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0