ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

16/07/2018

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 2.5 კმ-იანი გზის მშენებლობა. ბაკურიანში ტურისტებს და ადგილობრივებს საცობების გამო, გადაადგილება უჭირთ. ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდგომ კი, საკურორტო ზონა სრულად განიტვირთება და გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ასევე ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი 8 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0