ბარისახო-შატილის გზაზე საავტომობილო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა

12/07/2017

6-7 ივლისის ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე არღუნმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 75-კმ 100 მონაკვეთი დააზიანა, რის გამოც მოცემულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა ჩაიკეტა. კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე ადგილზე მოხდა კომპანია „ცეკურის“ მძიმე ტექნიკის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, დღეის მდგომარეობით, კმ 75-კმ 91 მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია. უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები გზის დარჩენილ მონაკვეთზე (კმ 92-კმ 100). დაახლოებით ერთი კვირის ვადაში ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სატრანსპორტო მიმოსვლა სრულად აღდგება, რის შემდეგაც დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები, ლოდებისა და რკინა-ბეტონის კედლების აღდგენა-გამაგრება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0