ბარისახო-ჭალისოფლის 9 კმ-იანი მონაკვეთი ზვავისგან სრულად გაიწმინდა

03/04/2019

დღეს, დილიდანვე დაიწყო დუშეთის მუნიციპალიტეტში ბარისახო-ჭალისოფლის დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ მომენტისთვის 9 კმ-იანი მონაკვეთი სრულად გაწმენდილია. მოსახლეობას უკვე შეუძლია შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს. გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0