ბატონო მინისტრო, თქვენ შთამბეჭდავი და კვალიფიციური ჯგუფი ჩაუყენეთ სათავეში თავდაცვის ტრანსფორმაციას

30/03/2017

“მოხარული ვარ გადმოგცეთ თავდაცვის მდივნის მატისის პატივისცემა და სურვილი, რომელიც ავღანეთში თქვენი მისიის წარმატებით შესრულებას ემსახურება. როგორც მან ნატო-ს თავდაცვის მინისტრებს განუცხადა „საქართველომ პატივისცემა ბრძოლის ველზე არაერთხელ დაიმსახურა“.
“ხაზგასმით მინდა ავღნიშნო ის მეტად რთული მაგრამ აუცილებელი ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. სიახლე არასდროს არის მარტივი, მაგრამ ეს არის ის ინიციატივა, რომელიც აუცილებელი და ცენტრალურია საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად”.
“ბატონო მინისტრო, თქვენ შთამბეჭდავი და კვალიფიციური ჯგუფი ჩაუყენეთ სათავეში თავდაცვის ტრანსფორმაციას, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგრადობას ემსახურება და თვით აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოწონება და შექება დაიმსახურა”.
“საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა აშშ-ის ყოფილ თავდაცვის მდივანს რობერტ გეითს მახსენებს, რომელმაც განსაკუთრებით მძიმე პერიოდში შესძლო რთული გადაწყვეტილებების მიღება, რესურსების ოპტიმიზაცია და ამავდროულად ეფექტურობის შენარჩუნება. მისი ხელმძღვანელობა ამ გარდამავალ პერიოდში იყო ამერიკის თავდაცვისათვის გადამწყვეტი და აუცილებელი.”
“ამერიკის შეერთებული შტატები, მტკიცედ უჭერს მხარს თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციის ძალისხმევას და ამ პროცესების ხელშეწყობის მიზნით დაამტკიცა თავადაცვის მზადყოფნის პროგრამა.”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0