ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირველად ამოქმედდა რევერსულ რეჟიმში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ისტორიული ფაქტის მომსწრენი გავხდით – ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირველად ამოქმედდა რევერსულ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთი დაიძრა და პირველად, საქართველოს გავლით ჩინეთისკენ იმპორტირებული ტვირთი მიემგზავრება. სარკინიგზო დერეფანი მოქმედებს ორმხრივ რეჟიმში, მასპინძლობს მზარდ რაოდენობა ტვირთებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ არა მარტო ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი განვითარებისთვის, არამედ ქართული საექსპორტო პრუდუქციის ჩინეთში უფრო მარტივად ჩასასვლელად და ჩინურ ბაზარზე მოსახვედრად. ჩინეთი ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორია, ქართული ღვინის საკმაოდ დიდი მოცულობები მიემართება ჩინეთისკენ და ჩვენ ვხედავთ ამ ლოგისტიკის გაუმჯობესების გზით ქართული ექსპორტის ჩინურ ბაზარზე გაზრდის ძალიან კარგ შესაძლებლობას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
აღნიშნული მოვლენა უპრეცედენტოა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება 8 დეკემბერს, გვიან საღამოს პირველად განხორციელდა. საქართველოში შემოვიდა მატარებელი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა. მატარებელი, რომელიც ჩინეთის სიანის პროვინციაში უნდა ჩავიდეს შუა სარკინიგზო დერეფნის გავლით(რომლის შემადგენელია ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო გადასასვლელი) 8,693 კილომეტრს 12 დღეში დაფარავს.

Visited 75 times, 1 visit(s) today