ბესიკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

02/08/2017

ბათუმში ბესიკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სანიაღვრე არხებისა და ჭების მონტაჟი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეკორატიული ფილების დაგება, ბორდიურებისა და ტროტუარების კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ბესიკის ქუჩის რეაბილიტაციისა პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბესიკის ქუჩის შესახვევის კეთილმოწყობაც. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 430 ათას ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0