ბესიკ ამირანაშვილი ასპინძასა და ადიგენში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

08/06/2019

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსთან – ირაკლი თოფურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ორივე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, ძირითადად ისეთ სოფლებში, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა გამართული საგზაო სისტემა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შორის სამუშაო შეხვედრაც გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტებში შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებზე იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0