ბესიკ ამირანაშვილი , ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ და და რუსთაველის ქუჩა № 124-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე მოადგილებთან ერთად ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ და და რუსთაველის ქუჩა № 124-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ფარგლებში გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტული მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩა № 124-ში , ამ დროისთვის საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება.

Visited 99 times, 1 visit(s) today