ბესიკ ამირანაშვილი ,გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებულ ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

11/08/2021

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებულ ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
მასწავლებლებმა და სკოლების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებულ ვაქცინაციის ღონისძიებაში. შეხვედრებზე, რომლებიც წინ უძღვოდა ვაქცინაციას, წამყვანმა ექიმებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს მთელ რიგ საკითხებზე, როგორიცაა: კოვიდ-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; იმუნიზაციის მნიშვნელობა და კოვიდ-19-ის გართულებები ბავშვებში; ალერგიების, ასევე გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია. ღონისძიება მიზნად ისახავდა ვაქცინაციის შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფის ინფორმირებას, როგორიცაა მასწავლებლები და მათ ჩართვას ვაქცინაციის პროცესში. საინფორმაციო შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და ეპიდემიოლოგები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0